ბალნეოლოგიური კურორტი საირმე მდებარეობს ბაღდათის რაიონში, მდინარე წაბლარის წყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე. კურორტი საირმე განთქმულია მინერალური წყლებით, რომელსაც იყენებენ საშარდე გზებისა და საჭმლის მომნელებელი დაავადებების სამკურნალოდ.

დასასვენებელი სახლი “სამოთხე” გამოირჩევა თავისი ადგილმდებარობით, იგი განთავსებულია საირმის მაღალ ზონაში, უშუალოდ ტყის მასივში. დასასვენებელი სახლი “სამოთხე” გთავაზობთ 1, 2, 3 და 4 ადგილიან ნომრებს აბაზანით, მუდმივი ცივი და ცხელი წყლით, სატელიტური ტელევიზიითა და სამჯერადი საუკეთესო კვებით. აქვე შეგიძლიათ მიიღოთ ექიმ-დიეტოლოგის მომსახურებაც. დასასვენებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია დაცული და კეთილმოწყობილია.

დასასვენებელი სახლი “სამოთხე” შეგიქმნით მყუდრო გარემოს, რაც დაუვიწყარს გახდის თქვენს დასვენებასა და მკურნალობას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
© 2011 Hotel Samotkhe. All rights reserved.
Created By Myinternet.ge